MISA Grand Prix

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მესამ საერთაშორისო კონკურსი

 

“MISA Grand Prix”

 

კონკურსის დებულება

 

ჩვენი კონკურსის მიზანია ახალგაზრდების მოტივაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა საერთაშორისო მასშტაბით. ხშირად, საერთაშორისო კონკურსებზე,  გარდა შემოქმედებითი დებიუტებისა და მუსიკოსთა ოსტატობის დემონსტრირებისა, ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი, გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზე და უფრო მეტი რეალიზება გაუკეთონ საკუთარ შესაძლებლობებს.

 

   სწორედ ამ მიზნით:

 საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ, 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა მუსიკის საერთაშრისო საზაფხულო აკადემიას, რომელმაც 4 წლის განმავლობაში დიდი აქტიურობა და ფართო რეზონანსი მოიპოვა. აკადემიის ფარგლებში ყოველწლიურად გამოვარჩევდით ყველაზე წარჩინებულ მონაწილეებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრიზებით და საჩუქრებით ვაჯილდოვებდით. ყველაზე გამორჩეული ჯილდო გახლავთ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტის შესრულება და სოლო კონცერტი ევროპის სხვადასხვა ქალაქში. დიდი მოთხოვნისამებრ და მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე წელს გადავწყვიტეთ აკადემიის სტატუსი,ფესტივალით ჩაგვენაცვლებინა და მასტერ კლასების, ლექციების, სემინარების და .. გარდა, საერთაშორისო კონკურსიც ჩაგვეტარებინა.

გვჯერა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონკურსი, ახალ თაობას ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის, რათა გამოამჟღავნონ მაღალი პროფესიონალიზმი და მუსიკალური ნიჭი. იმედი გვაქვს, რომ ეს კონკურსი დიდი სტიმული იქნება, როგორც კონკურსანტებისათვის, ასევე პედაგოგების პროფესიული სრულყოფისათვის, რაც ქალაქისა და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე აისახება.

 

 

  1. 1. კონკურსის ჩატარების პირობები

 

  • Covid-19-ს ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე კონკურსი 2021 წლის 15 აპრილიდან 5 ივლისის ჩათვლით ჩატარდება Live/Online (ვიდეო ჩანაწერების შერჩევის მეშვეობით) შემდეგ ნომინაციებში:

 

ფორტეპიანო;

სოლო აკადემიური სიმღერა;

საორკესტრო  სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი);

საორკესტრო ჩასაბერი (ფლეიტა, კლარნეტი, ჰობოი, ფაგოტი, ვალორნა, საყვირი); 

სოლო აკადემიური სიმღერა;

კომპოზიცია;

 

  • კონკურსი ერთ ტურად ტარდება  ნომინაცია,“სიმებიანი საკრავების”, „საორკესტრო ჩასაბერი“, "კომპოზიციის", და ასევე  I და II კატეგორიის ყველა ქვეჯგუფის მონაწილეთათვის;

 

  • კონკურსი ორ ტურად ტარდება  ნომინაცია “ფორტეპიანოს” და "სოლო აკადემიური სიმღერა/ვოკალის" მონაწილეთათვის;

 

  • I და II კატეგორიის ყველა ქვეჯგუფის მონაწილემ, სოლო აკადემიური სიმღერისა და ფორტეპიანოს განყოფილების I ტურის პროგრამა უნდა გადმოიგზავნოს არაუგვიანეს 15 აპრილამდე: misaingeorgia2015@gmail.com.

 

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამუსიკო სკოლის/კოლეჯის/კონსერვატორიის მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად;
  • ნაწარმოების შესრულების ხანგრძლიობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ქრონომეტრაჟს;
  • წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები არ დაიშვება;
  • კონკურსის სამივე საპრიზო ადგილის მფლობელს მიენიჭება ლაურეატის წოდება და გადაეცემათ დიპლომები და სპეციალური პრიზები;
  • კონკურსში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ გალა კონცერტში;
  • მოსმენა საჯაროა (Live/Online);

 

  1. კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიები

 

2.1. კონკურსში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა მუსიკალური სკოლის მოსწავლეებს: (ფორტეპიანო, ვიოლინო, ალტი, ჩელო;)

I კატეგორია:    7-10 წელი

II კატეგორია:   11-14 წელი

III კატეგორია:  15-18 წელი

 

2.2.  კონსერვატორიის და უმაღლესი მუსიკალური ფაკულტეტების სტუდენტები (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა)

 

I კატეგორია: 19 - 28 წელი

2.3. კონსერვატორიის ან უმაღლესი სასწავლებლის მუსიკალური ფაკულტეტების კურსდამთავრებულები: (საოპერო და მუსიკალური თეატრების სოლისტები, პედაგოგები, ფილარმონიის და სხვა მუსიკალური      ორგანიზაციების სოლისტები).

 

 

  1. კონკურსზე წარსადგენი საბუთები

3.1. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო წარსადგენი დოკუმენტაცია:

 

  1. Online ანკეტა–განაცხადი; (მიჰყევით ბმულს: Application / Misa)
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. ერთი ფოტოსურათი 3х4;
  4. კონკურსანტის CV/ბიოგრაფია;
  5. საკონკურსო პროგრამა.

 

3.2.  საბუთების მიღება იწარმოებს: 01/02/2021 - დან 30/03/2021 წლის 00:00 საათამდე

  misaingeorgia2015@gmail.com  ან ჩვენი ორგანიზაციის ოფისის მისამართზე:

ქ.თბილისი აღმაშენებლის ქ. 144/პასტერის ქ. 2

 

  1. კონკურსის განრიგი

 

15 აპრილამდე - 1 ტურის პროგრამის ჩანაწერის გადმოგზავნა (ფორტეპიანო, სოლო აკადემიური სიმღერა;) Youtube ბმულის მეშვეობით მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე: misaingeorgia2015@gmail.com;

 

01 ივლისი

17:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია, კონკურსის საზეიმო გახსნის ცერემონია და "MISA GrandPrix" 2019 წლის გამარჯვებულთა კონცერტი (Live/Online)

 

02 ივლისი

9:00 - 12:00 - საფორტეპიანო განყოფილების მეორე ტური III, IV კატეგორიების მოსმენა (Online);

 

03 ივლისი

9:00 - 12:00 - სოლო აკადემიური სიმღერის განყოფილების მეორე ტური (Online);

 

04 ივლისი

9:00 - 12:00 - სიმებიანი საკრავების განყოფილება (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი) (Online);

 

05 ივლისი

9:00 - 12:00 - ჩასაბერი საკრავების განყოფილება (ფლეიტა, კლარნეტი, ჰობოი, ფაგოტი, ვალთორნა, საყვირი)  (Online);

18:00 - კონკურსის საზეიმო დახურვა-დაჯილდოვება, გამარჯვებულთა გალა-კონცერტი (Live/Online)

 

 

  1. კონკურსის მოთხოვნები ნომინაციებისა და კატეგორიების მიხედვით

 

4.1. ფორტეპიანო

I კატეგორია - 7-10 წელი (ერთ ტურად), თავისუფალი პროგრამა (10 - 15 წუთი)

 

  1. პოლიფონიური ნაწარმოები;
  2. ეტიუდი;
  3. კლასიკური პერიოდის ნაწარმოები (სონატის ან სონატინის I ნაწილი, რონდო, ვარიაცია);
  4. პიესა.                 

 

II კატეგორია: 11-14 წელი (ერთ ტურად), თავისუფალი პროგრამა (15 20 წუთი)

 

  1. პოლიფონიური ნაწარმოები;
  2. კლასიკური პერიოდის ნაწარმოები: სონატა (სონატინა) - ჰაიდნი, მოცარტი ან ბეთჰოვენი;
  3. ეტიუდი;
  4. პიესა.

III კატეგორია: 15-18 წელი, თავისუფალი პროგრამა (20 -25 წუთი)

 

პირველი ტური:

  1. პოლიფონიური ნაწარმოები (ბახი - ორი სხვადასხვა ხასიათის ნაწილი ინგლისური სუიტიდან ან პრელურია და ფუგა კარგად ტემპერირებული კლავირიდან);
  2. კლასიკური სონატის I ნაწილი(ჰაიდნი, მოცარტი ან ბეთჰოვენი);
  3. ეტიუდი;

 

მეორე ტური:

ვირტუოზული პიესა - XIX . რომანტიკოსი კომპოზიტორის ან XX -ის კომპოზიტორის ნაწარმოები (10 -15 წუთი).

 

IV კატეგორია: 19-28 წელი, თავისუფალი პროგრამა (30-35 წუთი)

 

პირველი ტური:

  1. პოლიფონიური ნაწარმოები (ბახი - ორი-სამი სხვადასხვა ხასიათის ნაწილი ინგლისური სუიტიდან ან პრელურია და ფუგა კარგად ტემპერირებული კლავირიდან);
  2. კლასიკური სონატის I ნაწილი(ჰაიდნი, მოცარტი ან ბეთჰოვენი);
  1. 2 ეტიუდი;

 

მეორე ტური:

  1. სხვადასხვა სტილის და ხასიათის ნაწარმოებები მონაწილეთა შერჩევით (15 – 20 წუთი).

 

 

4.2. სოლო აკადემიური ვოკალი

პირველი ტური:

  1. XVII – XVIII ს. კომპოზიტორის არია;
  2. XIX ს. დასავლეთ-ევროპელი კომპოზიტორის რომანსი.

 

მეორე ტური:

  1. დიდი გაშლილი იტალიური არია (XIX-XX სს. მუსიკიდან);
  2. ქართული ნაწარმოები ;
  3. ერთი რომანსი არჩევით.

 

4.3. საორკესტრო სიმებიანი საკრავები

 

მონაწილემ უნდა შეასრულოს სამი ნაწარმოები. პროგრამის ხანგრძლივობა: ვიოლინოს, ალტის და ვიოლონჩელოს სპეციალობით 25 - 35 წთ. 

კონტრაბასის სპეციალობით 15 - 25 წთ. (საკონკურსი ნაწარმოებები სრულდება ზეპირად, გამონაკლისს წარმოადგენს XXI საუკუნის ნაწარმოებები რომელთა შესრულებაც ზეპირად არ არის სავალდებულო) ~

 

ვიოლინო

  1. პოლიფონია

ი. ს. ბახი – ერთ-ერთი ქვემოთ აღნიშნულიდან:

  • 1-ლი ნაწ. და ფუგა - ნებისმიერი სონატიდან სოლო ვიოლინოსთვის;
  • ნაწილები პარტიტებიდან სოლო ვიოლინოსთვის; *

* (N1 – ორი ნებისმიერი ნაწილი დუბლებით;

* ან N2 – პირველი ოთხი ნაწილი, ან ჩაკონა;

* ან N3 – პირველი სამი, ან დანარჩენი სამი ნაწილი.

 

  1. დიდი ფორმა

(I, ან II-III ნაწილები)* * „დიდი ფორმა“ ნიშნავს: კონცერტი/ვარიაციული ფორმა

 

  1. ერთი ნაწარმოები ჩამონათვალიდან:

 ბაცინი – „ჯუჯების ფერხული“;

ბიზე-ვაკსმანი – „კარმენი“;

ერნსტი – „ზაფხულის ბოლო ვარდი“; „ოტელო“; „ტყის მეფე“;

ვენიავსკი – ვარიაციები ორიგინალურ თემაზე; სკერცო–ტარანტელა; „ფაუსტი“; პოლონეზი (ნებისმიერი);

იზაი – სონატა სოლო ვიოლინოსათვის (ნებისმიერი);

მილშტეინი – „პაგანინიანა“;

პაგანინი – კამპანელა; მუდმივი მოძრაობა; ვარიაციები როსინის ოპერის „მოსე“ თემებზე; „პალპიტი“; „პაიზიელო“; „ჯადოქრების ცეკვა“; „მშვენიერი მეწისქვილე ქალი“;

რაველი – „ბოშა ქალი“;

რიმსკი-კორსაკოვი – „ოქროს მამალი“;

სარასატე – ბასკური კაპრიჩიო; ბოშური ჰანგები; ფანტაზია „კარმენის“ თემებზე; „ცაპატეადო“;

სენ–სანსი – ინტროდუქცია და რონდო-კაპრიჩიოზო; ეტიუდი ვალსის ფორმაში;

ტარტინი – ეშმაკის ტრელები;

შიმანოვსკი – ტარანტელა;

შოსონი – პოემა;

ჩაიკოვსკი – ვალს-სკერცო 

 

ალტი

  1. პოლიფონია

ი. ს. ბახი - ერთ-ერთი ქვემოთ აღნიშნულიდან:

  • სუიტა სოლო ვიოლონჩელოსთვის - ნებისმიერი სამი ნაწილი;

ან N5 – პრელუდია და ფუგა, ან სხვა ნებისმიერი სამი ნაწილი;

  • სოლო სავიოლინო სონატიდან - ნებისმიერი ორი ნაწილი;
  • პარტიტა სოლო ვიოლინოსთვის * * (N1 – ორი ნებისმიერი ნაწილი დუბლებით;

 * ან N2 – ნებისმიერი სამი ნაწილი ჩაკონის გარდა, ან ჩაკონა; 

 * N3 – ნებისმიერი სამი ნაწილი; 

  • რეგერი – ნებისმიერი სუიტა სოლო ალტისათვის - ნებისმიერი ორი ნაწილი.

 

  1. დიდი ფორმა

(I, ან II-III ნაწილები) * * „დიდი ფორმა“ ნიშნავს: კონცერტი/სონატური ფორმა/ვარიაციული ფორმა 

 

  1. ერთი ნაწარმოები ჩამონათვალიდან:

  ბრუხი - რომანსი F-DUR;

ენესკუ – საკონცერტო პიესა;

ვებერი - ანდანტე და რონდო;

მაჭავარიანი – „დოლური“;

შუმანი – ზღაპრული სურათები (ნებისმიერი ორი ნაწ.);

რიმსკი-კორსაკოვი – კელას გაფრენა.

 

ვიოლონჩელო

  1. პოლიფონია

 ი. ს. ბახი – სუიტა სოლო ვიოლონჩელოსთვის * * N3, ან N4, ან N6 – ნებისმიერი სამი ნაწილი;

 * ან N5 – პრელუდია და ფუგა, ან სხვა ნებისმიერი სამი ნაწილი. 

 

  1. დიდი ფორმა (I, ან II-III ნაწილები)

* * „დიდი ფორმა ნიშნავს: კონცერტი/სონატური ფორმა/ვარიაციული ფორმა შემდეგი ავტორების არჩევის შემთხვევაში: 

სონატა: ლოკატელი, ბეთჰოვენი, ბრამსი, მენდელსონი, პროკოფიევი (I ნაწილები) ბოკერინი N6, ვალენტინი, ფრანკიორი (I-II ნაწილები) 

 

  1. ერთი ნაწარმოები ჩამონათვალიდან:

 ვებერი - ადაჟიო და რონდო (პიატიგორსკის რედაქცია);

 პოპერი – „ელფების ცეკვა“; „ჯარა“;

რიმსკი-კორსაკოვი – კელას გაფრენა;

შაპორინი – სკერცო;

ჩაიკოვსკი – პეცო-კაპრიჩიოზო;

შოსტაკოვიჩი - სონატა (II ნაწ).

 

კონტრაბასი

  1. პოლიფონია

ი. ს. ბახი – სუიტებიდან სოლო ვიოლონჩელოსთვის: ან N1, ან N2, ან N3, ან N4, ან N6 * * პრელუდია, ან სხვა ნებისმიერი ორი ნაწილი; * ან N5 – პრელუდია და ფუგა, ან სხვა ნებისმიერი ორი ნაწილი). 

 

  1. დიდი ფორმა (I, ან II-III ნაწილები)

* * „დიდი ფორმა“ ნიშნავს: კონცერტი/სონატური ფორმა/ვარიაციული ფორმა

 

  1. ერთი ნაწარმოები ჩამონათვალიდან:

ბოტეზინი – „Alla Mendelsohn“; ვარიაციები პაიზიელოს თემაზე; ტარანტელა; ფანტაზია „სომნამბულა“ 

 

4.4. საორკესტრო ჩასაბერი საკრავები

მონაწილემ ქვემოთ მითითებული ჩამონათვალიდან (ასაკობრივი კატეგორიებსა და საკრავების მიხედვით) უნდა შეასრულოს ერთი ნაწარმოები. სურვილისამებრ დასაშვებია მეორე ნაწარმოების შესრულებაც, რომელიც შესაძლებელია, შერჩეულ იქნას მითითებული ჩამონათვალიდან. 

პროგრამის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15-20 . 

(ჩასაბერ საკრავებზე საკომკურსი ნაწარმოებები სრულდება ზეპირად, გამონაკლისს წარმოადგენს XX . მეორე ნახევრის - XXI . ნაწარმოებები რომელთა შესრულებაც ზეპირად არ არის სავალდებულო) 

 

ფლეიტა

მოცარტი – კონცერტი D-dur, კონცერტი G-dur;

კ.ფ.ბახი - კონცერტი d-moll;

რომბერგი –კონცერტი;

იბერი – კონცერტი;

ჟოლივე – კონცერტი;

ნილსონი - კონცერტი;

გორდელი – კონცერტინო;

შამინადე - კონცერტინო;

ი.ს.ბახი – პარტიტა;

პულენკი – სონატა;

რაინიკე – სონატა;

დუტიე – სონატინა;

პროკოფიევი – სონატინა;

შუბერტი – ინტროდუქცია,თემა,ვარიაციები;

ჟოლივე – ლინოსის სიმღერა;

ჰიუ – ფანტაზია;

კაზელა – სიცილიანა და ბურლესკა;

ბოცა – აგრესტიდი;

ანდერსენი – სილფების ბალადა და ცეკვა.

 

ჰობოი

ბახი – კონცერტი №№ 1, 2 , 3;

ჰენდელი – კონცერტი № 2, სონატა № 2, სონატა № 3;

ჰაიდნი – კონცერტი დო მაჟორი;

მოცარტი – კონცერტები დო მაჟორი, მი ბემოლ მაჟორი, სონატა ფა მაჟორი;

ვივალდი – კონცერტები ლა მინორი, ფა მაჟორი, დო მაჟორი;

ჩიმაროზა – კონცერტები №№ 1, 2;

მარჩელო – კონცერტი რე მინორი,

კორობერ კრამარჟი – კონცერტები №№ 1, 2;

ბელინი – კონცერტი;

ვივალდი – სონატა სოლ მაჟორი;

შტრაუსი – კონცერტი;

პასკული – კონცერტი;

ჰუმელი – კონცერტი;

მარტინუ – კონცერტი;

პონკიელი – კაპრიჩიო;

პულენკი – სონატა;

დუტიე - სონატა 

 

კლარნეტი

 კ. ბერმანი – ფანტაზია ვ.ბელინის თემებზე;

ი. ბრამსი - სონატები №№ 1, 2;

ბუკოლიკე – ფანტაზია;

ვ. ბრუნსი – კონცერტი № 1;

კ. ვებერი - კონცერტები - №№ 1, 2; კონცერტინო, ვარიაციები, დიდი საკონცერტო დუეტი;

ე. გაბლერი – კონცერტები №№1,№2;

კ. დებიუსი – რაფსოდია;

კურპინსკი – კონცერტი;

ა. ლუპოვი – კონცერტი;

ბ. მარტინუ – სონატა;

მოცარტი - კონცერტი ლა მაჟორი;

პულენკი - სონატა, სონატა ორი კლარნეტისათვის;

სენ-სანსი – სონატა;

ტომაზი – კონცერტი;

ხაიდუ – უნგრული კაპრიჩიო

 

ფაგოტი

დანცი – კონცერტი;

ვებერი – კონცერტი; უნგრული ფანტაზია;

ლინდპაინტერი – კონცერტინო ვებერი - ბალანჩივაძე – კონცერტი კემულარია - კონცერტი 

 

საყვირი

ჰაიდნი - კონცერტი;

გუმელი - კონცერტი;

არუთინიანი - კონცერტი;

ბრანდტი - კონცერტინო № 1, № 2;

ტომაზი - კონცერტინო;

ჟოლივე - კონცერტინო;

არბანი - ვარიაციები “ვენეციური კარნავალის თემაზე”;

სარასატე - “ბოშური დასამღერი”;

რიმსკი - კორსაკოვი - “კელას გაფრენა”;

ბახი - პრელუდია დამუშავებული შარლ გუნოს მიერ;

ლეოპოლდ მოცარტი - კონცერტი;

აზარაშვილი - კონცერტი 

 

ვალტორნა

მოცარტი - კონცერტი №№ 2,4;

გლიერი – კონცერტი;

რ.შტრაუსი – კონცერტები №№ 1, 2;

მატისი – კონცერტები №№ 1, 2, 3, 4;

ფ.შტრაუსი – კონცერტი, ნოქტიურნი;

ვებერი – კონცერტინო;

მოცარტი – საკონცერტო რონდო;

დიუკა – “სოფლის იდილია”;

შუმანი – “ადაჟიო და ალეგრო”;

ცინცაძე – “ქართული ცეკვა” (ხორუმი);

რაველი – “ჰავანა “;

დებიუსი – “მთვარის შუქი”;

შოსტაკოვიჩი – “ადაჟიო” 

 

ტრომბონი

ალიბეგაშვილი – კონცერტი;

ბლაჟევიჩი – კონცერტები № 2, 9 , 11;

ნესტეროვი – კონცერტი;

პაუდერტი – კონცერტი;

ლანგე – კონცერტი;

ტომაზი – კონცერტი;

რიმსკი- კორსაკოვი – კონცერტი;

დავიდი – კონცერტინო;

სპისაკი – კონცერტინო;

სულეკი – სონატა;

ბოცა – ბალადა;

გილმანი – სიმფონიური პიესა;

სპინელი – საკონკურსო სოლო 

 

ტუბა

ბოცა ე. - ალეგრო და ფინალი;

 ჰენდელეევი დ. - დრამატული კონცერტინო;

კიტა ვ. - კონცერტი;

ლებედევი ა. - კონცერტები №№ 1, 2;

სმირნოვა ტ. - კონცერტი-სიმფონია;

უილიამსი რ. - კონცერტი;

ბლაჟევიჩი - კონცერტი;

რიმსკი -კორსაკოვი - კონცერტი 

 

4.5. კომპოზიცია (ტარდება ერთ ტურად)

 აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს კამერული საოპერო ჟანრის ნაწარმოებები

ქრონომეტრაჟი არანაკლებ 15-20 წუთის სანოტო ჩანაწერი. ნაწარმოები უნდა იყოს

აკრეფილი ერთ-ერთ კომპიუტერულ პროგრამაში (Finale/Sibelius) და წარმოდგენილი

როგორც ამობეჭდილი, ასევე აუდიო/ვიდეო ჩანაწერების სახით

 

 

  1. ჟიურის მუშაობის რეგლამენტი

 

5.1. კონკურსის ჟიურის შემადგენლობას და მუშაობის რეგლამენტს ადგენს კონკურსის დირექცია;

5.2. კონკურსის ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია, გაყოს პრემიები;

5.3. ჟიურის წევრებს არ ააქვთ უფლება წარმოადგინონ თავიანთი მოსწავლეები;

5.4. ჟიურის წევრები თავიანთ შეფასებას აფიქსირებენ სპეციალურ ბლანკზე 3-ბალიანი სისტემით, რომელსაც ადასტურებენ ხელწერით;

5.5. ჯიურის უფლება აქვს დააწესოს სპეციალური პრიზები;

5.6. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოა და გადახედვას არ ექვემდებარება.

 

 

  1. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება

 

6.1.კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება ჩატარდება კონკურსის დასკვნით დღეს.

6.2. კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია I, II და III ხარისხის სერტიფიცირებული საერთაშორისო ლაურეატის დიპლომები, “Grand Prix” და სპეციალური პროზები.

 

  1. საორგანიზაციო საქველმოქმედო შესატანი:

7.1. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“, გაგარინის ქ. 29ა, 0160, საქართველო

ს/ნ 313

ბ/კ  BAGAGE22 

ა/ნ GE14BG0000000904310800

7.2. საორგანიზაციო შესატანის გადახთა შეიძლება კონკურსის დაწყების დროს.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!