ნეიკო (ნესტან) ნეიძე

ნეიკო (ნესტან) ნეიძე

 

1991წ. დაამთავრა თბილისის #60 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1997 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტი დაზგური გრაფიკის სპეციალობით. სტუდენტობიდანვე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში.
გამოფენები: 1996 წ. ივნისი - პერსონალური გამოფენა თბილისის ჭადრაკის სასახლეში; 1996 წ. სექტემბერ-ოქტომბერი - პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “საჭადრაკო ფანტაზიები” , რომელიც მიეძღვნა ქ. ერევანში გამართულ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას; 2000 წ. 7-18 თებერვალი - ერთობლივი გამოფენა მხატვარ ეკა ნათენაძესთან , ქ. ერლანგენი, გერმანია; 2000 წ. 26 თებერვალი-26 მარტი სოლო გამოფენა თი ბი სი ბანკში; 2004 წ. (1 თებერვალი - 1 მარტი) პერსონალური გამოფენა გაეროს სახლში; 2017 წ. ნოემბერი, საოპერო სტუდიის საიუბილეო გამოფენა თბილისის სახ. კონსერვატორიის დიდ დარბაზში; 2018 წ. სექტემბერი, სოლო გამოფენა ბათუმის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე.
2002წ.-დღემდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია-დამდგმელი მხატვარი. 2009-2016 სარეკლამო სააგენტო “ნეპი სტუდიო”- არტ დირექტორი, დამდგმელი მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი, მხატვარ-გრიმიორი. 2006-2009-სარეკლამო სააგენტო “TBC- TV”, - დამდგმელი მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი, კოსტუმების მხატვარი, მხატვარ-გრიმიორი. 2004-2006 -სარეკლამო სააგენტო “სდ. ჯორჯია”. გამომცემლობა “ჯეოპრინტი”-მხატვარ-დიზაინერი, ილუსტრატორი. 1996-2002 წლებში გაზეთების “დილის გაზეთი”, “ქართული კულტურა”, “ახალი ეპოქა” -ტექნიკური რედაქტორი. წარმატებით მონაწილეობს წიგნის ილუსტრაციის დარგში, გაფორმებული აქვს 40 მდე წიგნი (ილუსტრაცია, დიზაინი, დაკაბადონება). ოპერები: თბილისის სახ. კონსერვატორიის საოპერო სტუდია მოცარტი “ჯადოსნური ფლეიტა” (2002), (2019); პერგოლეზი “ მოახლე-ქალბატონი” (2004); მოცარტი “ბასტიენი და ბასტიენა” (2004); როსინი “სევილიელი დალაქი” (2005); ვერდი “ტრავიატა” (2008); ფალიაშვილი “დაისი” (2009); მოცარტი “ფიგაროს ქორწინება” (2011); ჩაიკოვსკი “ ევგენი ონეგინი” (2013); დონიცეტი “სიყვარულის ნექტარი” (2014); პუჩინი “ბოჰემა” (2014); ბიზე “კარმენი” (2015); დოლიძე “ქეთო და კოტე” (2019). ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ლეონკავალო “ჯამბაზები”(2018) მიუზიკლები: შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ბომარშე “ფიგაროს ქორწინება” (2007); ბოკი “მევიოლინე სახურავზე” (2016); ნახვამდის,.. ან Hello America! (2018) სტუდია კამერტონი აკაკი ხორავას სახ. მსახიობთა სახლი “პიტერ პენი”(2019).