1977 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა.
1979-1984 წლებში სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე, მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით.
1983 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ რეჟისორად.
2002-2003 წლებში მუშაობდა სტუდია „აუდიენციაში“, გადაცემა „დიდების ზღაპარი“, რეჟისორად.
2007-2010 წლებში საყმაწვილო ცენტრ „Art Hall“-ში, პედაგოგად და რეჟისორად.
2007 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში პედაგოგად და რეჟისორად.
2014-2016 წლებში მუშაობდა ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, თეატრალური ხელოვნების ძირითადი და მეორადი პროგრამის პედაგოგად.