მისა გრანდპრი

 

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მეორე საერთაშორისო კონკურსი

“MISA Grand Prix”

ჩვენი კონკურსის მიზანია ახალგაზრდების მოტივაცია და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა საერთაშორისო მასშტაბით. ხშირად, საერთაშორისო კონკურსებზე,  გარდა შემოქმედებითი დებიუტებისა და მუსიკოსთა ოსტატობის დემონსტრირებისა, ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი, გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზე და უფრო მეტი რეალიზება გაუკეთონ საკუთარ შესაძლებლობებს.

   სწორედ ამ მიზნით:

 1.საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ, 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა მუსიკის საერთაშრისო საზაფხულო აკადემიას, რომელმაც 4 წლის განმავლობაში დიდი აქტიურობა და ფართო რეზონანსი მოიპოვა. აკადემიის ფარგლებში ყოველწლიურად გამოვარჩევდით ყველაზე წარჩინებულ მონაწილეებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრიზებით და საჩუქრებით ვაჯილდოვებდით. ყველაზე გამორჩეული ჯილდო გახლავთ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტის შესრულება და სოლო კონცერტი ევროპის სხვადასხვა ქალაქში. დიდი მოთხოვნისამებრ და მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე წელს გადავწყვიტეთ აკადემიის სტატუსი,ფესტივალით ჩაგვენაცვლებინა და მასტერ კლასების, ლექციების, სემინარების და ა.შ. გარდა, საერთაშორისო კონკურსიც ჩაგვეტარებინა.

გვჯერა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონკურსი, ახალ თაობას ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის, რათა გამოამჟღავნონ მაღალი პროფესიონალიზმი და მუსიკალური ნიჭი. იმედი გვაქვს, რომ ეს კონკურსი დიდი სტიმული იქნება, როგორც კონკურსანტებისათვის, ასევე პედაგოგების პროფესიული სრულყოფისათვის, რაც ქალაქისა და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე აისახება.

 

II კონკურსის ჩატარების პირობები

                    2.1კონკურსი ჩატარდება 2019წლის 21-25 ივლისს ქ.ბათუმის ხელოვნების აკადემიის საკონცერტო დარბაზში.

2.2 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამუსიკო სკოლის/კოლეჯის/კონსერვატორიის მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს ქვემოთ ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად;

2.3 მოსმენა საჯაროა. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები არ დაიშვება. ყველა მონაწილე ვალდებულია დარეგისტრირდეს 2019 წლის 20 ივლისს 09:00 სთ-ზე. ქ.ბათუმის ხელოვნების აკადემიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო წარსადგენი დოკუმენტაცია:

  1. სურათი 2 ც. 3X4;
  2. დაბადების მოწმობის ასლი;
  3. შემოქმედებითი ავტობიოგრაფია;
  4. საკონკურსო პროგრამა;
  5. შესატანი თანხა საქართველოს მოქალაქეებისათვის: 50 ლარი, უცხო ქვეყნის  მოქალაქეებისათვის: 50$ (ეკვივალენტი ლარებში)

   საბუთების მიღება იწარმოებს: 01/05/2018 - დან 01/07/2018 წლის 00:00 საათამდე

 misaingeorgia2015@gmail.com  

ან ჩვენი ორგანიზაციის ოფისის მისამართზე: ქ.თბილისი აღმაშენებლის ქ. 144/პასტერის ქ. 2

 

III კონკურსის განრიგი

20 ივლისი

17:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია

18:00 - კონკურსის საზეიმო გახსნა (დიდი საკონცერტო დარბაზი)

 

21 ივლისი

9:00 - მონაწილეთა სიები (თარიღი, სთ. კატეგორიების მიხედვით)

10:00 - საფორტეპიანო განყოფილება I კატეგორია (დიდი საკონცერტო დარბაზი)

 

22 ივლისი

10:00 საფორტეპიანო განყოფილება II კატეგორია (დიდი საკონცერტო დარბაზი)

 

23 ივლისი

10:00 - საფორტეპიანო განყოფილება III კატეგორია (დიდი საკონცერტო დარბაზი)

 

24 ივლისი

10:00 - საფორტეპიანო განყოფილება IV კატეგორია (დიდი საკონცერტო დარბაზი)

 

25 ივლისი

18:00 - კონკურსის საზეიმო დახურვა-დაჯილდოვება, გამარჯვებულთა გალა-კონცერტი (დიდი საკონცერტო დარბაზი)

 

მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიები:

I კატეგორია:    7-10 წელი

II კატეგორია:   11-14 წელი

III კატეგორია15-18 წელი

I V კატეგორია: 19 - 28 წელი

 

მონაწილეებს შესთავაზებენ სამეცადინო და სარეპეტიციო დროს განსაზღვრული რეგლამენტით, რისთვისაც წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 ივლისს 9:00 საათზე, მისამართი: საქართველო, ბათუმი 6004, ლუკა ასათიანის ქ. №37

 

IV კონკურსის ჩატარების პირობები და პროგრამები

I კატეგორია:    7-10 წელი (ერთ ტურად)

თავისუფალი პროგრამა (10 - 15 წუთი)

სასურველია სხვადასხვა სტილის და ხასიათის ნაწარმოებები, მაგალითად:

  1. ბახი - პატარა პრელუდიები და ფუგები, ანა მაგდალენას სანოტო რვეული ან  ინვენციები;
  2. ეტიუდი;
  3. სონატინა;
  4. პიესა.                       II კატეგორია: 11-14 წელი (ერთ ტურად)

თავისუფალი პროგრამა (15 – 20 წუთი)

სასურველია სხვადასხვა სტილის და ხასიათის ნაწარმოებები, მაგალითად:

  1. ბახი - ორი სხვადასხვა ხასიათის ნაწილი ფრანგული სუიტიდან.
  2. სონატა(სონატინა) - ჰაიდნი, მოცარტი ან ბეთჰოვენი;
  3. ეტიუდი;
  4. პიესა.

III კატეგორია: 15-18 წელი (ერთ ტურად)

თავისუფალი პროგრამა (20 – 30 წუთი)

სასურველია სხვადასხვა სტილის და ხასიათის ნაწარმოებები, მაგალითად:

  1. ბახი - ორი სხვადასხვა ხასიათის ნაწილი ინგლისური სუიტიდან ან პრელურია და ფუგა კარგად ტემპერირებული კლავირიდან;
  2. კლასიკური სონატის I ნაწილი (ჰაიდნი, მოცარტი ან ბეთჰოვენი);
  3. ეტიუდი;
  4. პიესა - XIX ს. რომანტიკოსი კომპოზიტორის ან XX ს-ის კომპოზიტორის ნაწარმოები.

IV კატეგორია: 19-28 წელი (ერთ ტურად)

თავისუფალი პროგრამა (40 – 50 წუთი)

სხვადასხვა სტილის და ხასიათის ნაწარმოებები

 

V ჟიურის მუშაობის რეგლამენტი

5.1. კონკურსის ჟიურის შემადგენლობას და მუშაობის რეგლამენტს ადგენს კონკურსის დირექცია;

5.2. კონკურსის ჟიურის უფლება აქვს არ გასცეს ყველა პრემია, გაყოს პრემიები;

5.3. ჟიურის წევრებს არ ააქვთ უფლება წარმოადგინონ თავიანთი მოსწავლეები;

5.4. ჟიურის წევრები თავიანთ შეფასებას აფიქსირებენ სპეციალურ ბლანკზე 3-ბალიანი სისტემით, რომელსაც ადასტურებენ ხელწერით;

5.5. ჯიურის უფლება აქვს დააწესოს სპეციალური პრიზები;

5.6. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოა და გადახედვას არ ექვემდებარება.

 

 

VI კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება

 

6.1.კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება ჩატარდება კონკურსის დასკვნით დღეს.

6.2. კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია დიპლომები და სპეციალური პროზები.

 

საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის მისამართი:

ქ.თბილისი აღმაშენებლის ქ. 144/პასტერის ქ. 2

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“, გაგარინის ქ. 29ა, 0160, საქართველო

ს/ნ 313

ბ/კ  BAGAGE22 

ა/ნ GE14BG0000000904310800