სოსო ჯუღაშვილი

დაიბადა 1994 წლის 28 დეკემბერს ქ.თბილისში. 2005 წლიდან სწავლობდა ქ.თბილისის სულხან ცინცაძის სახელობის მე-16 მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით. 2008 წლიდან 2011 წლამდე კი ე. მიქელაძის სახ. ქ.თბილისის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგ ნატალია ნაცვლიშვილის კლასში. 2010 წელს გაიმარჯვა პიანისტთა საერთაშორისო კონკურს “ოქროს კლავიშა”-ში, რომელიც ჩატარდა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში. 2011-2014 წ. სწავლობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სემინარიაში ფორტეპიანოს განხრით პედაგოგ ნოდარ ნაკაიძის კლასში. 2018 წლამდე  დაასრულა ბაკალავრიატის პროგრამა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფორტეპიანოს განხრით ემერიტუს რევაზ თავაძის კლასში. 2016 -2017 წლებში სწავლობდა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის “ერასმუსი”-ის ფარგლებში ფინეთში, ქ.ჰელსინკში სიბელიუსის სახელობის აკადემიაში ფორტეპიანოს განხრით პროფესორ იუსი სიირალას კლასში. 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შედგა იოსებ ჯუღაშვილის სადებიუტო კონცერტი დირიჟორის ამპლუაში. შესრულდა ვ.ა.მოცარტის 41-ე სიმფონია და 21-ე საფორტეპიანო კონცერტი პიანისტ გიორგი გიგაშვილთან ერთად.

 2015 - 2018 წლამდე კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად სწავლობდა და დაასრულა საგუნდო- სადირიჟორო ფაკულტეტზე სწავლა სამუსიკო სემინარიაში პედაგოგ არჩილ უშვერიძის კლასში.

2018 წლიდან დღემდე სწავლობს 5 წლიან სპეციალიტეტის პროგრამაზე რუსეთის ფედერაციაში ქ.სანკტ-პეტერბურგის რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტზე პროფესორ მიხაილ კუკუშკინის კლასში. იოსებ ჯუღაშვილი გახლავთ მრავალი კონცერტის, მასტერკლასისა თუ საერთაშორისო ფესტივალების მონაწილე, მათ შორის თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილე 2016 წ., ასევე ელისო ვირსალაძის მიერ გამართულ მასტერკლასებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2014 წ.

2019 წლიდან გახლავთ საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი.