იოსებ ბარდანაშვილი

საქართველოში დაბადებული (1948წ.), ეროვნულ და პროფესიულ მუსიკალურ ტრადიციებზე აღზრდილიკომპოზიტორი (1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ხოლო შემდგომ ასპირანტურა. შავერზაშვილის ხელმძღვანელობით) შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისშივე დაინტერესდა ებრაული სინაგოგური მუსიკით. გარდა წმინდა პროფესიული მოღვაწეობისა აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. თავის მშობლიურ ბათუმში იოსებ ბარდანაშვილი მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე და არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალის, საინტერესო წამოწყებების ინიციატორი და განმახორციელებელი იყო.

 1995 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, სადაც ბარდანაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობა აქტიურ, ბრწყინვალე წარმატებების ფონზე განვითარდა, სხვა და სხვა დროს იგი იყო ისრაელისწამყვანი სიმფონიური ორკესტრების მიწვეული კომპოზიტორი, თელავივის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო ბიენალეს მუსიკალური ხელმძღვანელი (2002-2006წწ.), იყო ისრაელის კულტურის სამინისტროსთან მუდმივ მოქმედი საზოგადოებრივი საბჭოსწევრი (1999-2010წწ.). 2010 წლიდან ქ. იერუსალიმის „კამერატას“ მიწვეული კომპოზიტორია. დღეისათვის იგი გახლავთ თელავივისა და იერუსალიმის მუსიკალური აკადემიის უფროსი პედაგოგი.

კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი 100-ზე მეტი ნაწარმოების ავტორია. მათ შორის: 4 ოპერა (აქედან, პირველი ქართული როკ-ოპერა „ალტერნატივა“ (1996წ.), 2 ბალეტი, 3 სიმფონია, ვოკალურ-სიმფონიური პოემა, ინსტრუმენტული კონცერტი, კამერულ-ინსტრუმენტული დაკამერულ-ვოკალური ნააწარმოებები, სიმღერები. დაწერილი აქვს მუსიკა 40 კინოფილმისა და 50 თეატრალური წარმოდგენისთვის (საქართველოში: მუსიკა კ/ფ: „სიყვარული ყველასუნდა“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „მეტიჩარა“, „უკვდავების თეთრი ვარდი“, „გაღმა ნაპირი“ და მრავალი სხვ.). ბარდანაშვილის ნაწარმოებები წარმატებით სრულდება მთელს მსოფლიოში. კომპოზიტორს მიღებული აქვს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება(1988 წ.), ზ. ფალიაშვილის პრემია (1987 წ.), ისრაელის საავტორო უფლებათა სააგენტოს პრიზი „წლის საუკეთესო კომპოზიტორი“ (1998, 2002, 2004 წწ.), ისრაელის პრემიერ – მინისტრის პრიზი (2000, 2011 წწ.), პრიზი „ცხოვრებისეული მიღწევებისთვის“ (2002 წ.), ისრაელის თეატრალური „ოსკარი“ საუკეთესო თეატრალური მუსიკისთვის (1999, 2003, 2010, 2011წწ.), თელ-ავივის მერიის სპეციალური პრიზი (2005 წ.), ლანდაუს პრიზი (2006 წ.), ი. შტერნისპრიზი (2009 წ.). მან, ერთ-ერთმა პირველმა დააარსა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელობითი სტიპენდია. 2005 წელს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება. შარშან, VI ფესტივალის ერთ-ერთ კულმინაციად იქცა ბ-ნი სოსოს საავტორო კონცერტი, სადაც მუსიკოსის მრავალმხრივი შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა. VII ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული, ბატონი სოსოს საავტორო საღამო ამჯერად მშობლიური კუთხის – ბათუმის მსმენელისთვის ერთგვარი საჩუქარია, რადგან უახლესი ქმნილებების შეფასების საშუალება გვეძლევა