არტურ ნაზიულინი

საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, არტურ ნაზიულინი  ახალი თაობის ათ  საუკეთესო კლარნეტისტს შორისაა.  ის გახლავთ ბაშკირეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, შ. ბაბიჩის სახელობის სახელმწიფო ლაურეატის მფლობელი,  აქვს მოპოვებული აქვს ბაშკირეთის რესპუბლიკის მთავრის, რ. ხამიროვას გრანტი.

არტური არის ვლადიმერ სპივაკოვის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი ბაშკირეთის რესპუბლიკაში და მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი. ასევე, მოსკოვის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის სოლისტი.

            დაიბადა 1988 წელს, ბაშკირეთის ქალაქ უფაში. მუსიკის შესწავლა დაიწყო სპეციალიზირებულ საშუალო მუსიკალურ სკოლა-ლიცეუმში – უფაში, ზ. ისმაგილოვას სახელობის ხელოვნების აკადემიაში. 2000 წლიდან სწავლა განაგრძო საშუალო მუსიკალური სკოლიდან ნ. ჟიგანოვას სახელობის ყაზანის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2004 წელს კი გადავიდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ აკადემიური მუსიკის კოლეჯში (სახალხო არტისტის – ო. ბაღდასარიანის  კლასში). დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ, სახალხო არტისტის, ო. ბაღდასარიანის კლასი), გ. ლიუბეკის უმაღლესი სკოლა, გერმანია (საბინ მეიერის კლასი) და “ჰანს ეილერის” უმაღლესი სკოლა, ბერლინი (პროფესორ ვენზელ ფუჩის კლასი). იგი არის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი: კონკურსის  “ახალი სახელების” გამარჯვებული, კომპანია “სტერლინგ ჯგუფის” პრიზის “ტალანტის” მფლობელი (მოსკოვი, 2004წ.), კლარნეტისტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (I პრემია, მოსკოვი, 2005წ.), კლარნეტისტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (I პრემია, მოსკოვი, 2007წ.)

            ნაზიულინი გვევლინება შემდეგი ფონდების სტიპენდიანტად: “ვლადიმერ სპივაკოვის საქველმოქმედო ფონდი” , “რუსული ხელოვნების შემსრულებელი”, “ახალი სახელები”.

            არტურ ნაზიულინის მასტერკლასები მოიცავს მსოფლიოს 10 ქვეყანას: შვედეთი – საერთაშორისო კონკურსი “შვედეთის საერთაშორისო დუო-შეჯიბრება”; აშშ – კონკურსი “ახალგაზრდა კლარნეტის შემსრულებელი”; კანადა; შვეიცარია; გერმანია; იტალია; რუსეთის სხვადასხვა ქალაქი – საკონცერტო ტურები.

            2010 წლიდან გახლავთ ბ. ბლაჟევიჩის სახელობის ქალაქ მოსკოვის საბავშვო მუსიკალური სკოლის (МГДМШ) პროფესორი. მუსიკოსი თანამშრომლობს ისეთ ორკესტრებთან, როგორებიც არიან: ე. სვეტლანოვნას სახელობის რუსეთის სახელმწიფო აკადემიური სიმფონიური ორკესტრი (ГАСО), თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი (ГСО), ურალის ფილარმონიის ორკესტრი, Stuttgarter Philharmoniker, Konzerthausorchester Berlin (გერმანია) Victoria symphony (კანადა), Sinfonietta de Lisboa (პორტუგალია), Antalya State Symphony Orchestra (თურქეთი), Montreal Symphony Orchestra (კანადა). ასევე, თანამშრომლობს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ვ. სპივაკოვი; დ. მაცუევი; პ. ცუკერმანი; მ. დუნაევსკი; ა. სლადკოვსკი; ლ. ისაკაძე; კ. შტეფენცი; პ. ნერსესიანი; ტ. ციმერმანი; ს. კრილოვი; ც. კოჩანოვსკი; ა. რუჯერო და სხვ. 2010 წლის, მაისში, ვლადიმერ სპივაკოვთან ერთად მონაწილეობას იღებდა გამარჯვების 65 წლისადმი მიძღვნილ კონცერტში, რომელიც ჩატარდა გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი) და იუნესკოს შტაბ-ბინაში (პარიზი, საფრანგეთი).
მუსიკოსი აქტიურად თანამშრომლობს მშობლიურ ბაშკირეთთან.

2013 წლის ოქტომბერში, ბაშკირეთის მთავრობის  მიწვევით, მიიღო მონაწილეობა რესპუბლიკის წარსადგენ კონცერტში, რომელიც გაიმართა იუნესკოს შტაბ-ბინაში (პარიზი, საფრანგეთი).
ამავე წლის ოქტომბერში, რესპუბლიკის მმართველობის დახმარებით, ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტები ბაშკირეთში. მიღებული თანხა კი გადაერიცხა საბავშვო მუსიკალური სკოლის სასწავლო დაწესებულებებს.
            2014 წელს არტურ ნაზიულინმა დაარსა ყოველდღიური სახელობითი სტიპენდია «თანავარსკვლავედი» ბაშკირეთის რესპუბლიკის ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. წარმოადგენს ვლადიმერ სპივაკოვის ფონდის საზაფხულო შემოქმედებითი სკოლის ორგანიზატორს ბაშკირეთში. მონაწილეობს «ბაშკირეთის მეგობრული ასოციაციის» მართვაში. ასევე, გახლავთ ბაშკირეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.