თამარ მარიამ ტყაბლაძე

თამარ მარიამ ტყაბლაძე დაიბადა 4 დეკემბერს 2004 წელს ქ.თბილისში. სწავლობს ე.მიქელაძის სახ.ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, მე-7 კლასში.
თამარი არის საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი: თურქეთი, ქ.ანტალია საერთაშორისო კონკურსი „ჰარმონია’’, 1 ადგილი (2012წ.), სომხეთი ქ.ერევანი, 1 პრემია (2013წ.), 3.შვედეთი, ქ.სტოკჰოლმი საერთაშორისო კონკურსი „V Stockholm Enternational Music Competition 2016”, 1 პრემია, გერმანია, საერთაშორისო კონკურსი  „Musical Fireworks In Baden-Wurtemberg”, 1 ადგილი (2017წ.), ი.ს.ბახის სახელობის ეროვნულ კონკურსი, 1 პრემია (2016წ.).
ქ.თბილისში, კლასიკური მუსიკის კონკურსი „გზა ხელოვნებისაკენ’’ -  გრან პრი (2015წ.). შესრულებული აქვს სხვადასხვა ნაწარმოებები ორკესტრთან ერთად.

 

2017 წლის ზაფხულში მან მონაწილეობა მიიღო შორენა ცინცაბაძის მიერ ორგანიზებულ საერაშორისო მუსიკის საზაფხულო აკადემიაში - “MISA” და მიწვეულ იქნა “MISA”-ს ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრში.