გიორგი რევიშვილი

1998-2004 წლებში სწავლობდა ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლაში (ფორტეპიანოს განხრით), რომლის დამთავრების შემდეგაც სწავლა განაგრძო მ.ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. ერთ წლიანი სწავლის შემდეგ გადავიდა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. პირველ სამუსიკო გიმნაზიაში (ე.წ. 'ნიჭიერთა ათწლედში),რომელიც დაამთავრა 2009წელს და ამავე წელს ჩაირიცხა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში -აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობაზე. 2015წელს გაიარა 4 თვიანი სტაჟირება ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერის თეატრში -როგორც საოპერო დირიჟორმა. კონსერვატორიის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კი გაიარა სამ თვიანი სასერტიფიკაციო კურსი იტალიის ქ. ბოლონიაში -ჯუზეპე მარტინის სახელობის კონსერვატორიაში საორკესტრო დირიჟორობის განხრით.

     გიორგი რევიშვილი არის რამდენიმე რეგიონალური კონკურსის გამარჯვებული,საქართველოში ჩატარებული რესპუბლიკური კონკურსების დიპლომანტი და სერტიფიკატის მფლობელი, მონაწილეობა მიიღო 2013წელს იტალიასა (პიზასა და ფლორენციაში) და 2015წელს თურქეთში გამართულ ქართული კულტურის დღეებზე (როგორც სოლო შემსრულებელმა და კონცერტმაისტერმა). 2015წელს იგი გახდა ლაურეატი - თბილისში ჩატარებული კამერული მუსიკის კონკურსის, სადაც გადაეცა პირველი პრემია და საუკეთესო კონცერტმაისტერის წოდება. 2015-16 წლებში კი არის - ნ. სულხანიშვილის სახ.სახელობითის ტიპენდიის სტიპენდიატი.

2017 წელს გიორგი რევიშვილმა მიიღო მონაწილეობა მუსიკის საერთაშრისო საზაფხულო აკადემიაში ("MISA") როგორც კონცერტმეისტერი და შემდგომ მიწვეული იქნა დირიჟორის ამპლუაში "MISA"-ს პროექტზე. 2018 წლის იანვარს (ორკესტრის დაარსებიდან 2 თვეში!!!) მან  წარმატებით წარმოაჩინა ახალგაზრდული ორკესტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში "MISA"-ს სოლისტებთან ერთად. 

2018 წელს გიორგი გახდა პირველი საერთაშორისო კონკურსის "MISA Grand Prix" 1 პრემიის ლაურეატი და მიწვეული იქნა ნიუ იორკში მაცარტის საფორტეპიანო კონცერტით #14 ნიუ იორკის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.