შეფასებები
მაყვალა ქასრაშვილი
"დღეს, როდესაც ასე მწვავედ დგას საქართველოში კლასიკური მუსიკისადმი ახალგაზრდების დაინტერესებისა და მუსიკოსის პროფესიის არჩევის საკითხი, „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ დაარსება მეტად საჭირო და დროულ ღონისძიებად მიმაჩნია. მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მოსკოვის კონსერვატორიისა და ასპირანტურის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა პიანისტი შორენა ცინცაბაძე, რომლის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ არაერთ ქვეყანაში, ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას ამ საქველმოქმედო, მეტად საჭირო პროექტის - ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებზე დახმარების, წარმატებით განხორციელებაში. ამდენად, სიამოვნებით ვუწევ რეკომენდაციას „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ დაარსებას და მჯერა, რომ იგი არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას დაულოცავს გზას მაღალი ხელოვნებისკენ."
ლიანა ისაკაძე
“ეს შესანიშნავი იდეაა, მითუმეტეს, რომ საქართველო მდიდარია უაღრესად ნიჭიერი, ღმერთით დაჯილდოებული ბავშვებით, რომელთაც, სასურველია, სწორედ საქართველოდან გაუკეთონ დიდი კარიერა, რათა მათ არ დასჭირდეთ კარიერისთვის საზღვარგარეთ წასვლა. გისურვებთ დიდ წარმატებას ამ საქველმოქმედო პროექტში!
მარინა მდივანი
“საქართველო გამორჩეული მუსიკალური კულტურის მქონე ქვეყანაა. მართებულად მიმაჩნია ყოველგვარი აქტივობა ამ სფეროს წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ კი მას მართლაც ჭეშმარიტი პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. სასიხარულო იყო „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ შესახებ ინფორმაციის გაგება. თავად ამ აკადემიის დამფუძნებელი შორენა ცინცაბაძე, ჩემთვის კარგად ნაცნობი ხელოვანია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი სკოლა აქვს გავლილი და დღეს აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა. მჯერა, რომ მისი ხემძღვანელობით აკადემია დიდ წარმატებას მიაღწევს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე რეკომენდაციას ვუწევ „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ დაარსებას.”
ვაგრამ სარაჯიან
“გულითად სალამს გიძღვნით და გილოცავთ ამ შესანიშნავ ახალ წამოწყებას - პირველი საერთაშორისო საზაფხულო მუსიკალური აკადემიის გახსნას საქართველოში!! მთელი გულით გისურვებთ წარმატებას, რასაც, დარწმუნებული ვარ აუცილებლად მიაღწევთ!”
ოქსანა იაბლონსკაია
“ვუსურვებ წარმატებას ამ შესანიშნავ პროგრამას და იმედი მაქვს, აკადემია მიიღებს მხარდაჭერას და სრულად მოახდენს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას!”
Opera: Past, Present, Perfect!
The international project “Opera: Past, Present, Perfect!” has started within the Creative Europe-Culture: European cooperation projects 2020. The realization of the project will last from September 1, 2020 to February 1, 2023. In addition to the MOTO – Music, Opera and Theater Organization, which is the project leader, the project partners are Nieuw Geneco from Amsterdam (Netherlands), Young Musician International Association of Georgia from Tbilisi (Georgia), University of Donja Gorica in Podgorica (Montenegro) and Madlenianum in Belgrade (Serbia).