ნანა იაშვილი

ჩვენ ვისიამოვნეთ მევიოლინე ნანა იაშვილის შესრულებით,  მისი ბგერის ცოცხალი და შესანიშნავი ჟღერადობით,  შინაგანი ბრწყინვალების და პათოსის თანაარსებობამ ას ჩვენი დროის უდიდეს ვირტუოზად წარმოაჩენს,

-Neue Westfälische Zeitung

 

            არტისტული ქარიზმა განპირობებულია ქართული და გერმანული კულტურების გავლენით. იგი დაიბადა თბილისში, სადაც მან მიიღო მუსიკალური განათლება და ტექნიკური გამოცდილება  თავისი მამისგან – პროფესორ ლუარსაბ იაშვილისგან. შემდგომ, მან გაიარა ცნობილი მევიოლინეს, პროფესორ ლეონიდ კოგანის კლასი  მოსკოვის კონსერვატორიაში. იგი არის არაერთისაერთაშორისოკონკურსის გამარჯვებული (მონრეალი, პარიზი). იგი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც ჟაკ ტიბოს საერთაშორისო კონკურსზე მოიგოგრან-პრი, აქვე მას მიანიჭეს სპეციალური პრიზი მ. რაველის “Tzigane”-ს საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის.

 

ნანა იაშვილი თანამშრომლობს სახელგანთქმულ ორკესტრებსა და მათ ისეთ ცნობილ დირიჟორებთან როგორებიც არიან: კ.აბადო, კ.ბოჰმი, კ.მაზური, ვ.ნეიმანი, ალ.დმიტრიევი,უ. ლაოვიჩი, ნ.იარვი, ი.მენუჰინი, ვ.გერგიევი, პ.კოგანი და ჯ.კახიძე. ნ.იაშვილი მონაწილეობს სხვადასხვა საზაფხულო ფესტივალებში. ფართოამისი მუსიკალური საშემსრულებლო რეპერტუარი  – ბაროკოდან თანამედროვე კლასიკამდე.

            ნანა იაშვილი გახლავთ გერმანიის ქალაქ ესენის Folkwang Hochschule-სპროფესორი. ის ატარებს მასტერკლასებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში.აღსანიშნავია, რომ ნანა იაშვილი უკრავს ნიკოლა გალიანოს 1732 წლიან ვიოლინოზე.