ანდრეი პისარევი

პროფესორი, მოსკოვის პ.ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის დეკანი. ქ. მოსკოვის პრემიის ლაურეატი ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში აქტიური საკონცერტო შემოქმედებისათვის (1999). ს.ვ.რახმანინოვის სახელობის კონკურსის (მოსკოვი, 1983, I პრემია), ვ.ა.მოცარტის სახ. საერთაშორისო კონკურსის (ზალცბურგი, 1991, I პრემია), ბელცანოში ფ.ბუზონის სახ. საერთაშორისო კონკურსის (1992, IV პრემია და სპეციალური პრიზი ვ.ა.მოცარტის თხზულებების საუკეთესო შესრულებისთვის), პრეტორიის საერთაშორისო კონკურსის (1992, I პრემია) ლაურეატი. 1992 წლიდან - ასისტენტი პროფ. ს.ლ.დორენსკის კლასში. მისი სტუდენტები არაერთხელ გამხდარან პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და გამარჯვებულები. მას ხშირად იწვევენ რუსეთში, იაპონიაში, იუგისლავიაში, აშშ-ში, ბრაზილიაში მასტერ-კლასების ჩასატარებლად. პიანისტს ჩაწერილი აქვს უამრავი კომპაქტ-დისკები მოცარტის, ბეთხოვენის, შოპენის, ლისტის, გრიგის,რახმანინოვის,შოსტაკოვიჩის და მიასკოვსკის ნაწარმოებები. ს.ვ.რახმანინოვის სახ. კონკურსზე გამარჯვების შემდეგ დაიწყო პიანისტის აქტიური საკონცერტო შემოქმედება სსრკ ქალაქებში, ხოლო მოგვიანებით - საზღვარგარეთაც. პისარევი გამოდიოდა ისეთ ცნობილ ორკესტრებთან ერთად, როგორიცაა: რუსეთის ნაციონალური ორკესტრი, ლენინგრადის ფილარმონიის ორკესტრი, მილანის რადიოსა და ტელევიზიის ორკესტრი, იაპონიის საფილარმონიო ორკესტრი, ქალაქების პეტროზავოდსკი, ვორონეჟი, მინსკი, ბელგრადი, ბაზელი, კეიპთაუნი, დურბანი, იოჰანესბურგი, მალმიო, ოულუ, როსტოვ-ნა-დონუ და სხვ. ფილარმონიების ორკესტრებთან, თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორიცაა ვ.ვერბიცკი, ვ.დუდაროვა, პ.იადიხი, ო.სოლდატოვი, ლ.ნიკოლაევი, ა.ჩისტიაკოვი, ს.კოგანი, ა.ბორეიკო, ნ.ალექსეევი. 1991 წლის შემდეგ პისარევი რეგულარულად გამოდის საზღვარგარეთ: ავსტრია, გერმანია, იტალია, იუგოსლავია, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია, აშშ, ბრაზილია, კოსტა-რიკა, ესპანეთი, ირლანდია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, ბულგარეთი. არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ს.ვ.რახმანინოვის შემოქმედებისათვის მიძღვნილ ფესტივალებში (რისტოვ-ნა-დონუ, ტამბოვი, ხარკოვი, დიდი ნოვგოროდი) და სსრკ სახალსო არტისტის ი.კ.არხიპოვას მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ სტუმრობებში. ხშირად გამოდის კ.როდინთან, პ.ნერსესიანთან, ა.ბრუნთან, ვ.იგოლინსკთან და სხვებთან ერთად. მონაწილეობას იღებდა დიდი ნოვგოროდის საერთაშორისო კონკურსში ჟიურის წევრის სახით (ს.ვ.რახმანინოვის სახ. ახალგაზრდული კონკურსი, 1998, 2000, 2003, 2008, 2010 წწ.), სოლტ-ლეიკ-სიტიში (აშშ, ჯ.ბახაუერუს სახ. 2002 და 2003 წწ.), ტოკიოში (2003), ბუჰარესტში (რუმინეთი, ჯორჯე ენესკუს სახ. 2011 წ.), პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 2012 წ.), ხამამაცუში (იაპონია, 2012 წ.).