მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში - MISA!

ჩვენი მიზანია მუსიკის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნებს შორის მშვიდობიანი კავშირების შექმნა და ჩვენი მრავალფეროვნების აღნიშვნა ერთად მუსიკის შექმნის გზით. შემოგვიერთდით 2019 ივლისში მუსიკით, მეგობრებით და გაერთეთ ყველაზე უნიკალურ საქართველოს ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში!

ჩვენ ვამაყობთ იმ მიზნებით, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში განვახორციელეთ. სიამოვნებით ვაკვირდებოდი ამ პროცესს, თუ როგორ ინტერესდებოდნენ

 ახალგაზრდები ამ პროექტით და როგორი შემართებით ეკიდებოდნენ თითოეულ მუსიკალურ გამოწვევას, როგორ იქმნებოდა კამერული ანსამბლები პროექტზე და როგორ შეიქმნა საბოლოოდ საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის კლასიკური მუსიკის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის.

აკადემიის პროგრამა შედგება არამარტო ინტენსიური ტრენინგებისაგან, კონცერტებისგან, პრაქტიკისა და საშემსრულებლო გამოცდილებისაგან, არამედ მოიცავს ტურისტულ და რეკრიაციულ დატვირთვასაც.

ვიმედოვნებ, რომ 2019წელი იქნება კიდევ უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და სასარგებლო ჩვენი მუსიკალური საზოგადოებისათვის. ჩვენს ახალგაზრდებს კი მინდა ვუსურვო წარმატებები მომავალ წელს და ახალი  მიღწევები!

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი

შორენა ცინცაბაძე

 

„პიანისტ შორენა ცინცაბაძეს სოლო პარტიაში შემოაქვს საოცარი ტენიკა,რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ ასეთი ტალანტი არც თუ ისე ხშირია ადგილობრივ საკონცერტო დარბაზებში“, Metroland Online 
(ნიუ იორკი, ოლბანი, 2011, თებერვალი), ბ.ა. ნილსონი.

შორენა ცინცაბაძე დაიბადა ქ. მოსკოვში მუსიკოსების ოჯახში.დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური კოლეჯი და ჩაიკოვსკის სახ. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიარუსეთის სახალხო არტისტ, პროფესორ ზ. ა. იგნატიევასთან, რომელიც წარმოადგენს გამოჩენილი პიანისტის, პროფესორ ს. ე. ფაინბერგის კლასს. სწავლის პერიოდშიშ.ცინცაბაძეგახდა პიანისტთა ისეთი საერთაშორისო კონკურსების პრიზიორი, როგორებიცაა: «Классическое наследие» (მოსკოვი, 1999), „Grand International Piano Competition“ (პარიზი, 1999), «Ibla Grand Prize» (იტალია, 2000), სადაც შორენამ დაიმსახურა გამოჩენილი დირიჟორის ვახტანგ ჟორდანიას სპეციალური პრიზი „განსაკუთრებული მუსიკალურობისა და ნიჭიერებისათვის“. 2000 წელს ამერიკულმა ფირმა „Angelok“-მა ჩაწერა მისი პირველი დისკი რუსეთის ფედერალურ ორკესტრთან ერთადვახტანგ ჟორდანიას დირიჟორობით. დისკზეწარმოდგენილია რახმანინოვის ნაწარმოებები. 


2008 წელს მან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმამსოფლიოში წამყვან კლასიკური მუსიკის ბრენდთან - Naxos-თან.დისკმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა: „...მოსკოვში დაბადებული შორენა ცინცაბაძე თითქოს ამ მუსიკისთვისაა დაბადებული.იგი ისე უკრავს (ლიაპუნოვს), როგორც ვან კლიბერნი ჩაიკოვსკის -თბილად, ლირიულად. იგიადვილად გადადის ორივე კონცერტოს განწყობაზე, ჭეშმარიტად განიცდის ამ რაფსოდიას, მოხერხებულად გადადის ცენტრალური პოლონური ცეკვიდან კაზაკთა ცეკვაზე“ - სტივენ ჯ. ჰელერი (American Record Guide, მარტი 2011), „შესანიშნავია შორენა ცინცაბაძის საფორტეპიანო შესრულება“- „Guardian“. 2015წელს HBDirect.com-მა ცინცაბაძის ალბომი შეიყვანა Naxox-ის ბესთსელერების სიაში. 
2013წელსშორენა ცინცაბაძემ დაამთავრა ჩაიკოვსკის სახ. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა რუსეთის სახალხო არტისტ, აკადემიკოს სერგეი დორენსკისთან. ჩატარებული აქვს კონცერტები მრავალ ქვეყანაში, გამოდიოდა ცნობილ საკონცერტო დარბაზებში და თანამშრომლობდა გამოჩენილ დირიჟორებთან. 


შორენა, როგორც სოლისტი-პიანისტი და კამერული ანსამბლის სოლისტი წარმატებით მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და აკადემიაში. შორენა ცინცაბაძის რეპერტუარი მოიცავს მუსიკის ფართო სპექტრს, აქვს მრავალი სოლო საკონცერტო პროგრამა და მის რეპერტუარში ოცზე მეტი საფორტეპიანო კონცერტია. იგი გამოჩნდა რუსეთის, აშშ, კანადისა და ევროპის ქვეყნების სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობაში. 

2015 წელს შორენა ცინცაბაძემ დააარსა „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ და „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“, რომელსაც წარმატებით უძღვება მეოთხე წელია. 2017წ. მან ასევე დააარსა ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, რომელშიც გააერთიანა 40 ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები 14-28 წლამდე თითქმის ყველა საქართველოს რეგიონიდან.